ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევას ეხმაურება.
“საბჭოს წევრები ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში.
“ქართულ ოცნებას” ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ.
ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა.
იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით”, – წერს დეკანოიძე.