spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ეს განხილვა მიუთითებს ერთ რამეს, რომ საქართველოს არჩევნები არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ

ეს  განხილვა მიუთითებს ერთ რამეს – საქართველოს არჩევნები არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი გზა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დასალაგებლად აღარ არსებობს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არცერთი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილს მეგობრად არ აღიქვამს.

“არცერთი ჩვენი პარტნიორი, რომელიც არის ქართველი ხალხის მეგობარი, არ აღიქვამს ბიძინა ივანიშვილს არა თუ მეგობრად, არამედ ისინი აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვან მტრად.

ეს  განხილვა მიუთითებს ერთ რამეს – საქართველოს არჩევნები არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი გზა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დასალაგებლად აღარ არსებობს, იმიტომ, რომ სანქციები გზაშია და ეს სანქციები ბიძინამდე აუცილებლად მივა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. განხილვა თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები