spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია უკვე არსებობს

ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია უკვე არსებობს, – ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის განხილული ზუსტად რუსეთ-საქართველოს საარჩევნო დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვან ჭრილში.

“ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია უკვე არსებობს  და პრაქტიკულად საქართველოში უკვე არჩევნები 26 ოქტომბრის არის განხილული ზუსტად რუსეთ-საქართველოს საარჩევნო დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვან ჭრილში, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის კრემლის და რუსული გზავნილების გარშემო კონცენტრირებული არაფერი აღარ დაეხმარება, არაფერი აღარ უშველის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია – “სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის“ მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები