spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ეს სანქცია ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას ევროკავშირი არ აღიარებს

ეს სანქცია, რაც მათი მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას გულისხმობს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას ევროკავშირი არ აღიარებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე წერს.

“დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

ეს სანქცია, რაც მათი მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას გულისხმობს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას ევროკავშირი არ აღიარებს.

შეუძლიათ თუ არა გამოიყენონ ეროვნული პასპორტები? – შესაძლებელია, თუმცა გადაადგილების შეზღუდვა შენგენის სივრცეში ამ კონკრეტული ადამიანებისთვის უკვე მოქმედებს. გაბედონ და წავიდნენ ამ შეზღუდვით. მათი პირად ნომრებს და ეროვნული პასპორტების ნომრებსაც ძალიან კარგად გაიგებს საერთო სისტემა.

არავინ აღიარებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რაც ხალხის პროტესტის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასევე, გრძელდება მუშაობა ეროვნულ სანქციებზე, რაც უფრო მძიმეა”, – წერს დეკანოიძე.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.

მათივე ცნობით, ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები