spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან თავხედური ნაბიჯების გადადგმა გრძელდება

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ის ტალღები, რომელიც აქამდე წამოვიდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არ გაჩერდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

“პრეზიდენტის განცხადება შეესაბამებოდა მეტწილად იმ განწყობას, რომელიც ზოგადად აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ რა თქმა უნდა არ ასახავდა ბოლომდე იმ პოლიტიკური კრიზისის სიღრმეს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან თავხედური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაიწყო შეთანხმების დოკუმენტის დარღვევიდან და ეს იყო ამნისტია, რატომაც ჩვენ არ შევუერთდით ზუსტად ამ შეთანხმებას, გრძელდება და დასრულდა სწორედ ანულირებით. 

 

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ასე არ დასრულდება იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, გვახსოვს ევროკავშირის და პარტნიორების განცხადება, მაგრამ ეს იქნება მიბმული არა საქართველოს მოქალაქეების დასჯისკენ, არამედ მიბმული უნდა იყოს აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, კლეპტოკრატიული რეჟიმის და ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლების და მაღალჩინოსნების სანქცირებისკენ. ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით ფიქრი მიმდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განხილვაში. ჩვენი პოზიცია იყო თანმიმდევრული. თავიდანვე ვსაუბრობთ, რომ შეთანხმება პირველ რიგში ირღვეოდა სწორედ ამნისტიის შესახებ კანონპროექტით, რომელშიც ჩაიდო დათქმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არ ეთანხმებოდა მოლაპარაკებებზე. ზოგადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ არ იყო ლოგიკური და თანმიმდევრული, როდესაც ერთ დღეს საუბრობდენ, რომ მათ არ აინტერესებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრება და შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ვითომ გამოვიდნენ ამ შეთანხმებიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები