“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ნუციბიძის პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. საბურთალოს მესამე სამმართველოში მას გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოკითხავენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გუშინ მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
დეკანოიძის განცხადებით, პირი იდენტიფიცირებულია და ის სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა.
მისივე თქმით, გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 15 დღით.