პირველი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სრული ანტიპოდი დანიშნა პრეზიდენტად. მისთვის პირველი გზავნილი იყო, რომ ადამიანებს უთხრა დამცინავად, რომ ის ინსტიტუტი, რომელმაც მე ორჯერ მიღალატა, არაფერი არ არის და დანიშნა გამორჩეულად პრორუსი, ანტიამერიკელი, რომელიც იკადრებს იმას, რაც შეიძლება სხვამ არ იკადროს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა აუცილებელია მანდატებზე და ყველანაირ პრივილეგიებზე უარის თქმა.
“მნიშვნელოვანია ის გზავნილი, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილმა, უპირველესყოვლისა, ეს ნიშნავს იმას, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეული ანტიმედასავლეთე, ანუ ანტიევროპელი, გამორჩეული თავისი განცხადებებით, რომელიც იყო ანტიამერიკული. ეს ადამიანი ზოგადად არის პრორუსი. პირველი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სრული ანტიპოდი დანიშნა ტომარა პრეზიდენტად. მისთვის პირველი გზავნილი იყო, რომ ადამიანებს უთხრა დამცინავად, რომ ის ინსტიტუტი, რომელმაც მე ორჯერ მიღალატა, არაფერი არ არის და დანიშნა გამორჩეულად პრორუსი, ანტიამერიკელი, რომელიც იკადრებს იმას, რაც შეიძლება სხვამ არ იკადროს. მე ვხედავ საფრთხეს იმაში, რომ მიხეილ ყაველაშვილს დაავალოს და გააგზავნოს “ოდეკაბეს” შეხვედრაზე ან ჩავიდეს და რუსებს ჩამოართვას ხელი. იგი გააკეთებს იმას, რაც შეიძლებოდა ივანიშვილის სხვა პროქსებს არ გაეკეთებინათ. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური თვითმარქვია პარლამენტი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაპროტესტოთ ეს. ჩვენ შეიძლება ეს პრორუსი, ტომარა, თვითმარქვია პრეზიდენტი დაგვისვან და დაგვასვან ხვალ თავზე. ეს მართლა სერიოზული საფრთხის მატარებელია. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა აუცილებელია პირველი მანდატებზე და ყველანაირ პრივილეგიებზე უარის თქმა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.