ვაშინგტონში მხოლოდ ერთი რამ ისმის გარკვევით: ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ივანიშვილის რუსული გავლენა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე წერს.
“მეგობრებო, ტრამპის ადმინისტრაციაში გავლენები ვისაც ექნება, იქ არავითარი კიმბერლი არ არსებობს.
თითქმის ჩამოყალიბებულია საგარეო პოლიტიკური გუნდი და ეს გუნდი ძირითადად შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც ივანიშვილზე ძალიან მკაფიო წარმოდგენა აქვს. ეს ადამიანები სულ იყვნენ აშშ-ის პოლიტიკაში და შემთხვევითი ხალხი იქ ვერ ხვდება. ამ ქალზე არასდროს, არაფერი გამიგია.
ერთი დღეა, ვაშინგტონში ვარ და მინდა გითხრათ, რომ აქ მხოლოდ ერთი რამ ისმის გარკვევით: ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ივანიშვილის რუსული გავლენა.
ამერიკელებთან მრავალწლიანი ურთიერთობების გამოცდილება გვკარნახობს, რომ ივანიშვილი აქ დასრულებულია. შედეგები მისთვის მძიმე იქნება.
ტყუილად წვალობს პროპაგანდა. ესეც იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ის რეაქცია ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეშინია.
აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ვიქნებით ერთგულნი ამ ღირსეული პარტნიორობის და თანამშრომლობის. აქ მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლაზე საუბრობენ”, – წერს დეკანოიძე.