spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – კომენტარს ვაძლევდი სახლთან, მოვარდა მანქანა და კინაღამ ჟურნალისტს ფეხზე გადაურა, ფიზიკურად გადარჩენაზეა უკვე საქმე

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ჟურნალისტებსა და ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც, როგორც დეკანოიძე აცხადებს, უცნობი პირი მათთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა და “ნაციონალურ მოძრაობას” აგინებდა. 

 

“კომენტარს ვაძლევდი სახლთან. “მთავარი” და “რუსთავი 2” იყო. მოვარდა მანქანა და კინაღამ “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტს ფეხზე გადაურა, ძალით. გავარდა გინებით და მიიმალა. სავარაუდოდ, უბნის ძველი ბიჭები.. ანუ, ფიზიკურად გადარჩენაზეა უკვე საქმე – ჟურნალისტები და ოპოზიცია ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ამ არჩევნებზე. 

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftvpirveli%2Fvideos%2F343201294023386%2F&show_text=false&width=476&t=0″ width=”476″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

 

ამ ზიზღით სავსე ბანერების გაკვრაც ამას ემსახურება. “სიცოცხლით სავსე უბანი” ხომ კალაძე? ზიზღში უნდათ ეს ქვეყანა გაანადგურონ!

 

ბ-ნო მინისტრო, უბნის ძველი ბიჭი, რომელიც ზემოქმედების ქვეშ მართავს ავტომობილს, იგინება, მანქანას უმიზნებს ჟურნალისტს და თან ყვირის: “გამოიძახე პატრული, არ მეშინია პატრულის”. ამაზე რა პასუხი გაქვთ? პოლიციელების მუნდირს გაფრთხილება არ სჭირდება?”- წერს ხატია დეკანოიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები