“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის გაერთიანება და კოორდინაცია მნიშვნელოვანია.
მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანაა 43%-იან ნიშნულს ქვევით “ქართული ოცნების” დატოვება.
“რაც შეეხება გუნდს: ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და “გირჩი – მეტი თავისუფლება” – ეს არის კოალიციური მმართველობის მოდელი. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, ერთმანეთის კონტროლის მოდელი და ის, რომ ყველას ჰქონდეს ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა.
დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გაცილებით მეტი პარტია ჩაერთვება ამ კოორდინაციაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია კოორდინაცია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ მივცეთ “ქართულ ოცნებას” 43%-ს აღების საშუალება”, – განაცხადა დეკანოიძემ.