spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება – რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება

ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება – რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე წერს.

“რეჟიმს წინა ხელისუფლების “შემსწავლელი” საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოუცხადებია.

ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება – რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება.

პროპაგანდაც ასე მუშაობს: არარეალისტური, ბანალური სტატუს-კვოს, მიმდინარე ბოროტების არსთან შემგუებლობის ნორმალიზება და ყურადღების გადატანის მცდელობა.

რეჟიმის საცოდაობაც ეს არის: ისევ ძველი, გაცვეთილი სტრატეგია სანქციების და პროტესტის საპასუხოდ – ახალი რეპრესიების ანონსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პროტესტით და პოლიტიკური ხედვებით – რეჟიმის შემდეგ რა იქნება საქართველოს გამოწვევები უსაფრთხოების, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით. რა იქნება ჩვენი ახალი საზოგადოების მთავარი საყრდენები და როგორ გავაძლიერებთ ქვეყანას ყველა მიმართულებით.

ეს არის პოლიტიკური პროცესის მთავარი არსი დღეს, პროტესტის პარალელურად.

Stay stuned! კარგი და საინტერესო ხალხი ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – წერს დეკანოიძე.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები