“ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გაახლოვანებს.
მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა.
“დღეს “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად აღიარა, რომ ვერ უახლოვდებიან 43%-იან ზღვარს და განწირული არიან დამარცხებისთვის, სწორედ ამიტომ უტიფრად დაარღვია საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული პირობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დემოკრატია და ევროპული მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშეა. “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, თუმცა ამის შესახებ მოგახსენებთ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ, რადგან ამ მედიაციაში ჩართული იყვნენ აშშ, ევროპის კავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი”, – განაცხადა დეკანოიძემ.