spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის ქართველი ხალხის გამარჯვებას, შესაძლებელია გახდეს საერთაშორისო სანქციების სამიზნე

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის ქართველი ხალხის გამარჯვებას ან ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას, ევროპული გზის დამკვიდრებას და განმტკიცებას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გახდეს საერთაშორისო სანქციების სამიზნე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ვიხილავთ გამარჯვებას, რომელიც დასრულდება ევროპული გზის განმტკიცებით საქართველოში.

“ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები 26 ოქტომბრის, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის ქართველი ხალხის გამარჯვებას ან ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას, ევროპული გზის დამკვიდრებას და განმტკიცებას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გახდეს საერთაშორისო სანქციების სამიზნე. ამიტომ, წინ გამარჯვებისკენ და ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, რომელიც დასრულდება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლით და ევროპული გზის განმტკიცებით საქართველოში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ემზადება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები