spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება ამომრჩევლისთვის არცერთ მმართველს გაუბედავს

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება ამომრჩევლისთვის არცერთ მმართველს გაუბედავს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“ასეთი წინასაარჩევნო დაპირებები – ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ გაუცია, არ გაუბედავს თავისი ამომრჩევლისთვის არცერთ ქართველ, თუ სხვა მმართველს. მესმის, რომ გვაქვს “ქართული ოცნების” მხრიდან მრავალი პოპულისტური განცხადება, მაგრამ ამ ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] ქვეცნობიერი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ არის ძალიან უპატივცემულო. სწორედ ამიტომ ბედავს და აკეთებს ამ ყოველივეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს – რაც ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის დადასტურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერი არის არჩევანი, ერთი მხრივ, კეთილდღეობას, ევროკავშირის წევრობას, აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასა და მასთან უვიზო მიმოსვლა და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული ძალაუფლებას შორის. ეს კი სიღატაკეს, ემიგრაციას, იზოლაციას გულისხმობს”, – განაცხადა დეკანოიძემ “ფორმულას” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები