spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძე – ორპარტიული სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება, გაფართოვდება და ფართომასშტაბიანი გახდება

“MEGOBARI act” არის  კიდევ ერთხელ ერთი გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორპარტიული სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება  და ფართომასშტაბიანი გახდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და გარემოცვის მიმართ.

“MEGOBARI act” არის კიდევ ერთხელ ერთი გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ ვიცით, რომ “MEGOBARI act” მოიცავს ერთი მხრივ, სანქციებს ბიძინა ივანიშვილზე და სანქციები უკვე დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს სწორედ რუსეთთან თანამშრომლობის გამო.

რა თქმა უნდა, ორპარტიული სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება, გაფართოვდება და ფართომასშტაბიანი გახდება მათ შორის, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებზე და მის გარემოცვაზე. ეს მეორე მხრივ, მოიცავს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთავაზებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კონგრესში სხდომაა ჩანიშნული, სადაც “MEGOBARI act” განიხილება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები