spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრია ვალდებულება ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის, მათ შორის, ყველა მოქალაქის დაცვის

საკუთარი აპარატის თანამშრომლებსაც კი ტოვებენ შენობაში და ისე გარბიან უკანმოუხედავად. აი, ეს არის “ქართული ოცნების” დღევანდელი სახე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის შეეცადა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დალაპარაკებოდა კანონის მიღების შემდეგ, თუმცა უარი მიიღო. 

 

“პაპუაშვილთან მივედი, შალვა, დამელაპარაკე-თქო და არ დამელაპარაკა, დაცვამ გაგვწია მე და კორძაია. პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრია ვალდებულება ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის, მათ შორის, ყველა მოქალაქის დაცვის. საკუთარი აპარატის თანამშრომლებსაც კი ტოვებენ შენობაში და ისე გარბიან უკანმოუხედავად. აი, ეს არის “ქართული ოცნების” დღევანდელი სახე. როდემდე ივლიან სპეციალური რობოკოპების საშუალებით?! ” ,  – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები