პარტიის სიძლიერეს ახლა სჭირდება პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების დარეგისტრირების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა.
“რეგისტრაციის შემდეგ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა, მე ვისურვებდი, რომ პროცესი ახლა უკვე სიძლიერის მომტანი ყოფილიყოს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, პარტიის სიძლიერეს ახლა სჭირდება, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ჯერჯერობით პრეტენზიას სამი კანდიდატი აცხადებს. ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი მუმლაძეს, შესაძლოა, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაემატოს.