spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ფაქტია, ეს არის კორუფციის გამოკვეთილი ნიშნები

ივანიშვილს ჰქონდა კითხვები ღარიბაშვილის მიმართ. დღემდე არ გვაქვს ჩვენ პასუხი, საიდან ახერხებს საჯარო მოხელე ამხელა ქონების დაგროვებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

“ივანიშვილს ჰქონდა კითხვები ღარიბაშვილის მიმართ ორჯერ, როცა ჯერ ერთხელ გადააყენა თანამდებობიდან, მერე მეორედ და დღემდე არ გვაქვს ჩვენ პასუხი, თუ საიდან ახერხებს საჯარო მოხელე, ადამიანი, რომელიც 10 წელია, საჯარო მოხელეა, ამხელა ქონების დაგროვებას, მისი პენსიონერი მამა საიდან ახერხებს ამხელა ქონების დაგროვებას. ფაქტია, ეს არის კორუფციის გამოკვეთილი ნიშნები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის დატოვებიდან ორ თვეში ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 მარტს ახალი დეკლარაცია უნდა შეავსოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები