spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ყველანაირი საპარლამენტო საქმიანობა ამ რეჟიმის პირობებში არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ოპოზიციის მხრიდან

ყველანაირი საპარლამენტო საქმიანობა ამ რეჟიმის პირობებში არის მხოლოდ და მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ოპოზიციის მხრიდან, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა

მისივე თქმით, სიები ჩახსნილია და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის განცხადებებიც მალე დაიწერება.

“მანდატების გაუქმება იქნება უკვე საბოლოო დასტური იმის, რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული, რომელიც ნამდვილად არის მიტაცებული არჩევნების და ყველაზე უფრო მძიმე – რუსული რეჟიმის მმართველობის გამოხატვა.

სიები ჩახსნილია, მე ვერ გეტყვით, ზუსტად როდის დაიწერება მანდატებზე განცხადება, მაგრამ ეს იქნება უახლოეს მომავალში.

ყველანაირი საპარლამენტო საქმიანობა ამ რეჟიმის პირობებში არის მხოლოდ და მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები