რუსეთისგან დაბომბილ გორში ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადებების შემდეგ ყველაფერი ნათელია, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ საპყრობილეში გამოკეტილი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე.
“რუსეთისგან დაბომბილ გორში ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადებების შემდეგ, სადაც მან მოსთხოვა ქართველ ხალხს ბოდიშის მოხდა რუსი ოკუპანტებისთვის და იმ ადამიანებისადმი, ვინც ქართული ჯარი შეურაცხყო, ყველაფერი ნათელია, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ საპყრობილეში გამოკეტილი.
ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს. ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე, ნათელია ყველაფერი, თუ რატომ სჭირდება მას მიხეილ სააკაშვილი ციხეში და ყველას უნდა ესმოდეს რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.ეს არის ის, რაც სინამდვილეა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.