spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძე – ყველას უნდა ესმოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი, პოლიცია, რომელიც გადის სამართლის ჩარჩოდან, არ არის პოლიცია

პირველ რიგში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი. პოლიცია, რომელიც გადის სამართლის ჩარჩოდან, ეს არ არის პოლიცია, – ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ადამიანებს პოლიციის და სასამართლოს იმედი აღარ აქვთ.

“პატრულის მშენებლობის შემდეგ წამოვიდა იმის შეგრძნება, რომ პოლიცია შეიძლება, ემსახურებოდეს ადამიანებს. თუ გვინდა, რომ რაიმე სახის სტანდარტს მივაღწიოთ, ეს არის, რომ ადამიანები ენდობოდნენ პოლიციას. ჩვენ ამ ნდობას საქართველოში მივაღწიეთ, ნდობის რეიტინგი იყო ძალიან მაღალი, მაგრამ მე საქართველოში მეშინია 112-ის, მე არ მაქვს იმის გარანტია, ისევე როგორც სხვებს, რომ ისინი დამიცავენ. სასამართლოს და პოლიციის სტანდარტები გადააქციეს “ტიტუშკების” გამცილებლად. რეჟიმი მძიმდება და მის საყრდენად პროპაგანდის გარდა არის კიდევ ეს რეპრესიული ინსტიტუტი – პოლიცია. არცერთ ადამიანს, რომელიც შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, არ აქვს პოლიციის იმედი.

პირველ რიგში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი. პოლიცია, რომელიც გადის სამართლის ჩარჩოდან, ეს არ არის პოლიცია. ვერ მეტყვით ვერცერთ სტანდარტს პროტესტის მიმდინარეობისას, რომელიც არის თანამედროვე პოლიციის სტანდარტი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები