spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – რა განცხადების გაკეთებას აპირებს ხვალ, ეს ჩვენც არ ვიცით, დაველოდოთ

პოლიტიკური დევნილობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, რა განცხადების გაკეთებას აპირებს ხვალ, ეს ჩვენც არ ვიცით, დაველოდოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ  Front News-თან  ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

 

რაც შეხება “ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ დაბრუნების შემთხვევაში,  საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხე ელოდება, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის სირცხვილია. 

 

“ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენთვის ვადამდელი არჩევნების შემდეგ იქნება, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულების დამარცხება ამ ქვეყანაში, რომ არავის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, არ ქონდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების დაღი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის დევნილი პრეზიდენტი და ეს არის საქართველოსა და ამ ხელისუფლების სირცხვილი, რომ პრეზიდენტი არის დევნილობაში. დარწმუნებული ვარ, არცერთი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლების წარმომადგენელია, აღარ იქნება პოლიტიკურ დევნილობაში”, – განაცხადა დეკანოიძემ. 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 6 სექტემბერს გააკეთებს განცხადებას, რა ფორმით ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები