spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძე – რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს, ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან

რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს. მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა.

“რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს. ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.

დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. „ქოცების“ ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს.

ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!”,- წერს ხატია დეკანოიძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანების ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები