ხატია დეკანოიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა. ენმ-ის ლიდერი გამოკითხვაზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს.
“მითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი დაკითხეს თუ არა. გამომკითხა გამომძიებელმა. საკმაოდ ამომწურავად მოვუყევი რა მოხდა, რა საფრთხეებს ვხედავ. შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, არ ვიცი, წესით მოწემეები უნდა დაიბარონ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გუშინ გიორგი ომანაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 15 დღით.