რუსული პოლიტიკის გამო, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წარმოუდგენლად მძიმე მოქმედებების გამო, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მიღწევა, შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს საკადრის პასუხს გასცემს.
რუსული პოლიტიკის გამო, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წარმოუდგენლად მძიმე მოქმედებების გამო, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მიღწევა, შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ. ეს არის სრულიად რეალისტური, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ დადგება ეს დღე, იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს ივანიშვილს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.