როგორც ხედავთ, სპეცრაზმის რიგებს ამატებენ და ამატებენ, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ამას აღარაფერი ეშველება, – ამის შესახებ ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არალეგიტიმური ივანიშვილი რუსეთსაც არ სჭირდება, ამიტომ საზოგადოება მტკიცეს უნდა იდგეს და გააპროტესტოს მიმდინარე მოვლენები.
“როგორც ხედავთ, სპეცრაზმის რიგებს ამატებენ და ამატებენ. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ამას არაფერი აღარ ეშველება. ლეგიტიმაცია არის ივანიშვილის ძალიან დიდი პრობლემა და ეს ყველა ადამიანი, ვინც აქ ზის არის თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენელი. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ იმ სამი განსაზღვრული ტრაექტორიით, რითაც ვმოძრაობთ და ეს არის სწორი. მე ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ, ვინც ამ პარლამენტში შევა, ყველა შევა რუსეთში. არალეგიტიმურობა საერთაშორისო მასშტაბით და პროტესტი უნდა გაგრძელდეს. მე არ ვიცი აქ როგორ იქნება, ივანიშვილი მოვა-არ მოვა და ზოგადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათთვის პრობლემაა, რადგან მათ აქვთ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა. არალეგიტიმური ივანიშვილი რუსებსაც არ სჭირდებათ, ამიტომ საზოგადოება მტკიცედ უნდა იდგეს და აპროტესტოს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.