spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები და ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, ეს ასე არ იქნება

ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისათვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია, – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია.

“ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ფიქრობს, რომ ის ამით მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისათვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია. ამიტომ, ჩემთვის პირადად და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება “ქართული ოცნების”  სიაში. “ქართული ოცნება” არის წარსულის პარტია, “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია. შესაბამისად, თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები, იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები