spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძე – ცდილობენ, ისარგებლონ დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ყველანაირი სარგებლით, რომელსაც ჩვენ გვიკრძალავენ

ცდილობენ, ისარგებლონ დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ყველანაირი სარგებლით, რომელსაც ჩვენ გვიკრძალავენ, – ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა გაგრძელდება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი სანქცირებული იყვნენ იაპონიისგანაც.

“ცდილობენ, ისარგებლონ დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ყველანაირი სარგებლით, რომელსაც ჩვენ გვიკრძალავენ. დარწმუნებული ვარ, რომ იაპონიის კონკრეტულმა სტრუქტურებს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია აქვთ. რატომ ხვდებიან მედიის ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ? იმიტომ, რომ ეს ადამიანები მთლად კანონიერ ქმედებაში არ არიან ჩართული. ეს ადამიანები თავისუფლად და ლაღად ვერ იქნებიან თავისუფალ სამყაროში.

ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მათ შორის, ივანიშვილიც და ივანიშვილის ოჯახიც სანქციების ქვეშ მოჰყვნენ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან, არამედ ისეთ დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, როგორიც არის იაპონია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იაპონური გამოცემა Shūkan Bunshun ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე უტა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. სტატიის სრული ვერსია სტუდია “მონიტორმა” თარგმნა. მასში აღნიშნულია, რომ უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში თემურ ლეჟავა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა: “აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”. “პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი”, – წერს იაპონური მედია.

Shūkan Bunshun-ის ცნობით, უტა ივანიშვილი ამჟამად იაპონიაში იმყოფება. მან გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები