spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ-ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი, ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე

ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, – ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყაველაშვილი უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ-ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელია.

“ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ-ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.

ახლა მანდატები კარგად შეინახეთ – “ეგებ “რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, “ტრამპი რას იტყვის“?”, – წერს ხატია დეკანოიძე.

“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები