ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
“ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს, უნდა თუ არა ეს მკვლელ ხელისუფლებას და მე მართლა აღარ მერიდება ამ სიტყვის თქმა. არ მახასიათებს ასეთი ლექსიკა, მაგრამ აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. უნდათ თუ არა ეს, აუცილებლად ჩატარდება ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმზე აუცილებლად ოპოზიცია გაიმარჯვებს და რა თქმა უნდა, დამარცხდება ხელისუფლება, ყველა ინდიკატორი ჩვენ გვაქვს ამის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათ არ ერთი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეზე ზრუნვა, პასუხისმგებლობა არ აკისრიათ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 3 წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება.