დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის განაჩენია, რომ ქართველი ხალხი მათ არ ენდობა.
“რა მორალური უფლება აქვთ წინა ხელისუფლებაზე რამე თქვან, როდესაც მურუსიძის სასამართლო გადმოიბარეს?
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შეხვედრა შედგებოდა, რადგან ეს იყო ღია გზავნილი, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ვინ იქნება შემდეგი. ეს იყო ურთიერთთანამშრომლობის დადასტურება, რა თქმა უნდა, კლანზე დგას ხელისუფლება.
რა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ღარიბაშვილმა სასამართლოს, როგორ უნდა დაიცვას სანქციებისგან, არავითარი ბერკეტი არ აქვს, ერთადერთი ის გახდა კიდევ ერთხელ ცნობილი, რომ სასამართლოს და ხელისუფლებს შორის არის ძალიან მყარი კავშირი. ეს იყო ურთიერთდახმარება. ერთმანეთისთვის არიან შემავსებელი.
ამ შეხვედრის პირველი სამიზნე იყო მოსამართლეები, ექცევათ თავზე სასამართლო. მეორე სამიზნე იყო მათი მხარდამჭერები, რომ არაფერს ვაგდებთ ამ სანქციებს.
ყველაზე დიდი განაჩენი იცით რა არის მათთვის? მათთვის, მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის განაჩენია, რომ ქართველი ხალხი მათ არ ენდობა. არავითარი ნდობა არ აქვს სასამართლოს. ან როგორ შეიძლება სასამართლო კლანს ჰქონდეს ნდობა, მაშინ, როდესაც ყველა ამას ამბობს, მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ და მისი ოჯახის წევრების გადაადგილება იზღუდება.
ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ხალხის ნდობა არ აქვთ, საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა არ აქვთ და რა თქმა უნდა, სანციებიც იყო ბიძგი, რომ თუ საქართველოში სასამართლოზე რეალური ფიქრი არ დაიწყება და რაღაცნაირად ასე ვთქვათ, პატარ-პატარა ნაბიჯები, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენი ქვეყანა არის სასამართლოს გარეშე.
ვერავინ ვერავის ვერ დაიცავს, ეს განცხადებები იყო იმის გამეორება, რაც ისედაც ვიცით”, – განაცხადა დეკანოიძემ.