spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძე – ზელენსკი, რომელსაც უსმენს მთელი ცივილიზებული სამყარო, თურმე მისმენს მე და ჩვენს გუნდს, ეს ხომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია

ზელენსკი, რომელსაც უსმენს მთელი ცივილიზებული სამყარო, პრეზიდენტები, თავისუფალი სამყაროს ლიდერები, თურმე მისმენს მე და ჩვენს გუნდს, ეს ხომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, – ამის შესახებ  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“   ახალი საფრთობელა  შექმნა ზელენსკის და ომის საფრთხის სახით, მისი მიზანია ომის შიშის ქვეშ ამყოფოს მოსახლეობა და ამით შეინარჩუნოს ხელისუფლება. დეპუტატის თქმით, უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკვე ცნობილია და ამაზე სასაუბროდ არავის ეცალა. 

 

“კობახიძეს თუ ჰგონია, რომ რაიმე შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც ამბობს, რომ უკრაინაში  ჩვენ გვისმენენ და ჩვენი ვიზიტის შემდეგ რაიმე გადაწყვეტილებები მიუღია პრეზიდენტ ზელენსკის,  ზელენსკი, რომელსაც უსმენს მთელი ცივილიზებული სამყარო, პრეზიდენტები, თავისუფალი სამყაროს ლიდერები, თურმე მისმენს მე და ჩვენს გუნდს, ეს ხომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მაგრამ იმასაც ვერ ხვდებიან რამხელა ზიანს აყენებენ საქართელოს მოქალაქებსა და საქართველოს ინტერესებს. იქ კობახიძე და ღარიბაშვილი არავის აინტერესებს, უკვე იციან, რომ არის ჩრდილოვანი მმართველობა და ხელისუფლებას აქვს განსაზღვრული პოზიცია. ერთადერთი კითხვა,  რაც გაკრთა რადაში იყო ის, თუ რატომ მოხდა რომ საქართველოს პარლამენტში  არ მოუსმინეს ზელენსკის“ , – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

მისი თქმით, უკრაინაში ქართულ დელეგაციას ჰქონდა ძალიან ბევრი სასაუბრო იმის შესახებ,  თუ როგორ შეუძლიათ ჰუმანიტარული თუ საერთაშორისო ასპარეზზე დახმარების გაწევა, მათ შორის მთავარ სასაუბრო თემას წარმოადგენდა ქართველი მებრძოლების თავდადება. 

 

“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მოხალისეებზე, იქ იბრძვის 2 თავდაცვის მინისტრი, 4 მებრძოლი დავკარგეთ, ამაზე საუბრობს ყველა“, – განაცხადა დეკანოიძემ. 

 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის უკრაინაში  ვიზიტის შემდეგ  უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა  საქართველოში ომის გადმოტანის მიზანშეწონილობაზე ღიად დაიწყეს საუბარი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები