spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს

დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

 

დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის შეეშინდა.

 

“როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოს განმარტა, მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს. არსებული რეგლამენტით, ეს შესაძლებლობა არ ვრცელდება საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები