spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხავიერ კოლომინა – მე გადავეცი პრემიერს ყველა გზავნილი, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა

უმნიშვნელოვანესია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორება. მე მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრია. ეს ჩანაწერია საქართველოზე და ბოსნია და ჰერცოგოვინაზეც და ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. ეს დემონსტრირებაა იმის, რომ კარი ღიაა. თქვენ უნდა იყოთ მზად, თქვენ უნდა მოემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც დადგება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

 

“მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ წევრმა ქვეყნებმა, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ ყველა პირობაა შესრულებული, მათ შორის რეფორმების კუთხით პროგრესიც არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური მექანიზმი, რათა დაგეხმაროთ, ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა. იქ განსაზღვრულია მიმართულებები, სადაც პროგრესზე უნდა ვიმუშაოთ და ეს გვინდა ჩვენ. 

 

მე შევხვდი ქართულ დელეგაციას, მე თქვენს ინტერესებს ვიცავ ალიანსში, მაგრამ ასევე ვარ ღია და გამჭვირვალე. მე გადავეცი პრემიერს ყველა გზავნილი, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. მე ვარ ყოველთვის გულწრფელი საქართველოს მთავრობასთან. საქართველოსა და ნატოს აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ უნდა გააგრძელოს საქართველომ მზადება, რადგან როდესაც მომენტი დადგება მზად უნდა იყოთ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები