მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს, 11:00 საათზე გამოცხადდება.
მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე უნდა გამოიტანოს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ისინი სასამართლოში მისვლას არ აპირებენ და განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს მრავალი წლით პატიმრობა ელოდებათ.