spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაგრძელდება

თბილისის საქალაქოს სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. დღეს დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარემ წაიკითხა. ამით საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. 

 

გადაწყვეტილებას სასამართლო  11 იანვარს, 11:00 საათზე გაგრძელდება. პროცესის გადადება პროკურატურამ  რეპლიკების მოსამზადებლად მოითხოვა.

 

მამუკა ხაზარაძისდა  ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ არსებული საქმე  ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები