ხელახალი არჩევნების დანიშვნის და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 62-ე დღეა, აქციები გრძელდება.
მოქალაქეები რუსთაველზე, პარლამენტის წინ არიან შეკრებილი. ისინი ხელახალ არჩევნებთან ერთად ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დაჩქარებული წესით მოლაპარაკებების გახსნას ითხოვენ.
მოთხოვნებს შორისაა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებაც.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულები ივანიშვილის ტყვეები არიან, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო ისჯებიან.