ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები თავდაპირველად ზუგდიდის ბულვარში შეიკრიბნენ, ერთი საათის შემდეგ კი მსვლელობა დაიწყო.
მათ სამანქანო გზებზე გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას გაყალბებული არჩევნების აღიარება მოუწევს.
“ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს არჩევნების გაყალბების აღიარება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ქართველი ხალხი ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და აუცილებლად გავიმარჯვებთ.
უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და აუცილებლად უნდა წავიდეს ეს ქვეყანა დასავლეთისკენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.