ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობით გადავიდნენ.
მსახიობების ინფორმაციით, ისინი მარჯანიშვილის თეატრიდან მოზარდამაყურებელთა თეატრისკენ წავლენ, საიდანაც გეზს ახალი თეატრისკენ აიღებენ, ბოლოს კი თუმანიშვილის თეატრისკენ გადაინაცვლებენ.
მსვლელობამდე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შალუტაშვილს შეხვდნენ და მსახიობების მხარდაჭერა სთხოვეს.
მსახიობები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო რამდენიმე დღეა, გაფიცულები არიან.