spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას მართავენ

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან მსახიობები, მუსიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

იქამდე ისინი კულტურის სამინისტროსთან, იუსტიციის სახლთან და პოლიციის სხვადასხვა სამმართველოსთან მსვლელობით გადაადგილდებოდნენ.

მათი განცხადებით, ყველგან პოლიციაა, მაგრამ არსად სამართალი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისული მოქალაქეების სათქმელია, რომ ამ არხზე უნდა ისმოდეს მოქალაქეების ხმა და უნდა დაეთმოთ ეთერი მათ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა არხის რედაქციის შეცვლა და საეთერო დროის საზოგადოებისთვის დათმობაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები