spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

 

სოფელ ფერიაში ერთი სახლი მთლიანად დაინგრა, სამი კი, საცხოვრებლად უვარგისია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა მხოლოდ ერთი 33 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას რეფერალურ საავადმყოფოში ფეხზე ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

 

ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ, გეოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ კი გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარება მათ სახელმწიფო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები