spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტია დატოვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

 

თავდგირიძის თქმით, ამის მიზეზი გახდა შანტაჟი, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

 

“ჩემი პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები გადასცეს მესამე პირებს. მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი, რის შესახებაც სამართალდამცველებს უკვე მივმართე და წარვუდგინე შესაბამისი მტკიცებულებები. მე ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული დავით კეზერაშვილი აფინანსებს“, – განაცხადა თავდგირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები