ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. მახოს ხიდთან მოხდა – მანქანა ხიდიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.