ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრო ბუტრის განცხადებით, 44 დასახლება ხერსონში კვლავ უკრაინის კონტროლს ექვემდებარება.
მისივე თქმით, ხერსონის ოლქში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები დღემდე კვლავ იტანჯებიან, რადგან ისინი მუდმივად რუსული დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან.
როგორც ბუტრიმ აღნიშნა, რუსები ესროდნენ სამოქალაქო მანქანების კოლონებს, როდესაც ისინი რეგიონის დატოვებას ცდილობდნენ.