spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხერსონში რუსეთის საწინააღმდეგო აქციაზე ოკუპანტებმა ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს

ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჯერ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, შემდეგ კი ჰაერში გახსნეს ცეცხლი. აქციის მონაწილეებს შორის არიან დაშავებულები, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს გადაჰყავთ საავადმყოფოებში.

 

ხერსონში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ აქციები ყოველდღიურად იმართება. დემონსტრაციებს ასობით ადამიანი ესწრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები