spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს

ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციები დაბრუნდნენ და მუშაობას შეუდგნენ, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო, – ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

 

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ, რომ ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციები. მოვალეობის შესრულება დაიწყო უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და უშიშროების სამსახურმაც. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური განაღმვის ღონისძიებებს ახორციელებს. ჩვენ ჩართული ვართ, რომ  ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”, – აცხადებს ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტისადმი ვიდეომიმართვაში.

 

11 ნოემბერს უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში შევიდნენ. ასევე, უკრაინელმა გმირებმა გაათავისუფლეს სნიგირევკა – ნიკოლაევის ოლქის ბოლო ქალაქი, რომელიც რუსების კონტროლის ქვეშ იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები