spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხმების დათვლა დასრულდა – თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ბიულეტენის  დათვლა დასრულებულია, ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50% ვერ მოიპოვა, ამიტომ მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

 

თურქეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის აჰმედ ენერის განცხადებით, დათვლილია ბიულეტენების 100%.

 

წინასწარი შედეგებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 44,88%, სინან ოჰანმა – 5,17%, მუჰარემ ინსემ კი 0,44%.

 

როგორც ენერმა აღნიშნა, თურქეთში პირველად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 28 მაისს ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი – ერდოღანი თუ ქილიჩდაროღლუ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები