ხობში ავტოავარიას მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ შუა ქვალონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.