ხობში, სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რამაც ავტომობილის მოცურება გამოიწვია.