ხობში, სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი და მისი 70 წლის ბაბუა ემსხვერპლნენ.
თვითმხილველების თქმით, ბაბუას დის შვილიშვილი სახლში მიჰყავდა, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახათ.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.